მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” დელეგაცია ლივერპულშია

“ბარსელონას” დელეგაცია ლივერპულშია

“ბარსელონა” ისევ ცდილობს ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერზე შეთანხმების მიღწევას. გავლენიანი ესპანური Sport-ის ცნობით, კლუბის წარმომადგენლები უკვე ლივერპულში არიან, რათა “ბლაუგრანას” უმთავრეს პრიორიტეტზე ინგლისურ კლუბთან შეთანხმებას მიაღწიონ და ბრაზილიელი მომდევნო დღეებში ლურჯ-ბროწეულისფერ ფორმაში იხილონ.

ფეხბურთელმა გუშინდელი შეხვედრაც გამოტოვა. ოფიციალური მიზეზით, იგი ზურგის მიკრო ტრავმის გამო არ თამაშობს. თუმცა პრესისთვის ცნობილია, რომ მას უბრალოდ “ლივერპულის” მაისურის მორგება აღარ სურს და ამის შესახებ მწვრთნელსაც შეატყობინა. მას “ბარსელონაში” სურს და კატალონიური გრანდიც ძალებს არ იშურებს.

“ბარსელონამ” წინა კვირას “ლივერპულს” 130 მილიონი ევრო შესთავაზა – 120 ტრანსფერის ღირებულება და 10 ბონუსების სახით. ახლა კი დიდი ალბათობით შეთავაზება 150-ს მიაღწევს და გუნდში იმედოვნებენ, რომ მერსესაიდელები ამ თანხაზე უარს ვერ იტყვიან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში