მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
MD: “ბარსელონამ” სერის შეძენა გადაიფიქრა

MD: “ბარსელონამ” სერის შეძენა გადაიფიქრა

“ბარსელონამ” “ნიცას” ნახევარმცველის, ჟან-მიკაელ სერის შეძენაზე უარი თქვა. ამ ინფორმაციას კატალონიური Mundo Deportivo ავრცელებს

წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობდა. დღეს კლუბებს ტრანსფერი უნდა დააენონსებინათ. თუმცა, “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ 26 წლის კოტ დ’იუვარელის ყიდვა მოულოდნელად გადაიფიქრა და გადაწყვიტა, კონცენტრაცია სხვა ფეხბურთელების შეძენაზე მოახდინოს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობა სერის აგენტს შეხვდა და მასთან 4-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა. “ბარსელონა” სერის გაფორმებას პარასკევამდე გეგმავდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში