“ნაპოლის” შემტევმა, ლორენცო ინსინიემ, ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში “ნიცას” ბარიერის დაძლევის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა “ბარსელონაში” მის შესაძლო გადასვლას ეხებოდა.
“ბარსელონა”? “ნაპოლის” მაისურით წარმატების მიღწევაზე ყოველთვის ვოცნებობდი. რა თქმა უნდა, “ბარსელონაში” თამაშზე ყველა ოცნებობს, მაგრამ მე “ნაპოლიზეც” ვოცნებობ.” – ციტირებს 26 წლის იტალიელის სიტყვებს Football Italia.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა” შეტევის გაძლიერების ერთ-ერთ კანდიდატად ინსინიეს განიხილავდა, მაგრამ დიდი ხანია კატალონიელები იტალიელით დაინტერესებულნი აღარ არიან.


