კატალონიის “ბარსელონა” კლუბის ყოფილ ფეხბურთელს, ნეიმარ ჟუიორს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ პსჟ-ს შეუერთდა, კოტრაქტის წესების დარღვევისთვის უჩივლებს.
“ლურჯ-ბროწეულისფრები” ნეიმარისგან სულ მცირე 8.5 მილიონი ევროს მიღებას ელოდებიან. 25 წლის ბრაზილიელმა “ბარსელონასთან” კონტრაქტი გასულ ზაფხულს, 2021 წლამდე გააფორმა. კლუბს სურს ახალი კონტრაქტის გაფორმებისთვის გაცემული პრემია დაიბრუნოს, პლიუს 8.5 მილიონი ევროს ზარალი აღმოფხვრას და მიიღოს ვადაგასული ვალების 10%.
შეგახსენებთ, რომ ბრაზლიელი ფეხბურთელი “პარი სენ-ჟერმენში” 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა
