“ნიცას” გენერალური დირექტორი ჟულიენ ფურნიე, “ბარსელონასთან” მოლაპარაკებებს უარყოფს, მაგრამ ჟან-მიკაელ სერის კატალონიურ კლუბში გადასვლას მაინც არ გამორიცხავს.
“ნიცას” “ბარსელონასთან” მოლაპარაკებები არ უწარმოებია და ჩემთვის უცნობია, მოხდება თუ არა ეს უახლოეს მომავალში. ყველაფერი ეს ჭორები იყო და ამის გამო, სატრანსფერო თანხა არ დაგვიდგენია. ვფიქრობ, სერი მომდევნო სეზონსაც “ნიცაში” გაატარებს. დიახ, ის მზადაა შემოთავაზებები განიხილოს, მაგრამ მეორე მხრივ, “ნიცაში” თავს კარგად გრძნობს.” – ციტირებს ფურნიეს სიტყვებს Sport.
