დორტმუნდის “ბორუსიას” აღმასრულებელი დირექტორი ჰანს-იოახიმ ვატცკე აცხადებს, რომ მისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მარიო გიოტცე ადრეც “ბარსელონას” ფეხბურთელს ბაძავდა და ახლაც ასე იქცევა, მაგრამ ახლა ლიონელ მესი ანდრეს ინიესტათი შეიცვალა.
“გიოტცეს უკვე აღარ სურს ითამაშოს ისე, როგორც მესიმ. ახლა მას ინიესტას მსგავსად თამაში უნდა. მარიო უბრალო და ზუსტ გადაცემებს აკეთებს.” – ციტირებს ვატცკეს სიტყვებს Sky Germany.