მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
MD: დემბელე “ბარსელონასთან” ძალიან ახლოსაა

MD: დემბელე “ბარსელონასთან” ძალიან ახლოსაა

უსმან დემბელეს “ბარსელონაში” ტრანსფერის გაოფიციალურების შანსები იზრდება. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, გასულ რამდენიმე საათში კლუბებმა შეთანხმებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს. თუ რაიმე არ შეიცვალა, საბოლოო შეთანხმება მალე გასაჯაროვდება.

“ბორუსიას” სპორტულმა დირექტორმა, მიხაელ ცორკმა შაბათს აღნიშნა, რომ გერმანელები ფრანგ ფეხბურთელს, რომელსაც ძალიან სურს ლურჯ-ბროწეულისფერი ფორმის მორგება, სასურველი პირობების შეთავაზების შემთხვევაში შეელევიან. პრესის ცნობით კი ტრანსფერის ღირებულება ჯამში 130 მილიონამდე მიაღწევს, სადაც 30 ბონუსების სახით იქნება წარმოდგენილი.

ჯერ-ჯერობით, კატალონიელები მუშაობას განაგრძობენ და მოლაპარაკებების დეტალებს არ ახმაურებენ. დემბელე ნეიმარის ჩანაცვლების მთავარი კანდიდატი და რობერტ ფერნანდესის ფავორიტია.

ჰანს-იოახიმ ვაცკემ, “ბორუსიას” გენერალურმა მენეჯერმა კვირას ისიც აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ფრანგი მხოლოდ “ბარსელონაში” თამაშზე ფიქრობს.

“შესაძლოა ის ჯერ ჩამოუყალიბებელია, რადგან მხოლოდ 20 წლისაა. მაგრამ, ასე ნებისმიერი გუნდისთვის არ მოიქცეოდა. ეს კლუბი მისთვის განსაკუთრებულია. მას ადრეც უთქვამს, რომ “ბარსაში” გადასვლა სურდა, მაგრამ მესისთან, ნეიმართან და სუარესთან კონკურენცია რთული იქნებოდა.” შეგახსენებთ, რომ დემბელე გერმანულ კლუბში შარშან “რენიდან” გადავიდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში