მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟერარ დეულოფეუ: “გვინდა, ეს გამარჯვება ტერაქტის მსხვერპლებს მივუძღვნათ”

ჟერარ დეულოფეუ: “გვინდა, ეს გამარჯვება ტერაქტის მსხვერპლებს მივუძღვნათ”

გუშინ “ბარსელონას” სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა ჟერარ დეულოფეუ, რომელმაც მოედანზე 72 წუთი გაატარა. მან “ბარსას” გატანილ ორივე გოლში დიდი როლი ითამაშა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.

მატჩის შემდეგ დეულოფეუმ განაცხადა, რომ გამარჯვება ბარსელონას ტერაქტის მსხვერპლებს ეძღვნებათ.

“რაც ხუთშაბათს ბარსელონაში მოხდა, საშინელება იყო, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია. იმედია ასეთი შემთხვევები აღარ განმეორდება.

ესპანეთის სუპერ თასის მოგება ვერ შევძელით და ამის გამო დამწუხრებულები ვართ, მაგრამ ახლა მომავალზე უნდა ვიფიქროთ. დღეს აღებული სამი ქულა შემდეგში გამოგვადგება.

ჩვენ ყველა ტურნირის მოსაგებად ვიბრძოლებთ და აუცილებლად მოვუმატებთ“.

დეულოფეუმ ასევე აღნიშნა, რომ თავისი თამაშით კმაყოფილია, რადგან ტრავმა ახლახანს მოიშუშა და საუკეთესო ფორმაში არ იმყოფება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში