მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იურგენ კლოპი: “კოუტინიოზე ფიქრს 31 აგვისტოს შემდეგ დავიწყებთ”

იურგენ კლოპი: “კოუტინიოზე ფიქრს 31 აგვისტოს შემდეგ დავიწყებთ”

“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ფილიპე კოუტინიოსა და “ბარსელონას” შესახებ მორიგ განცხადებას აკეთებს. როგორც გერმანელის კომენტარიდან ირკვევა, ინგლისური კლუბი ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველის გაყიდვას არ აპირებს.

“ვფიქრობ, არაა საჭირო მოვლენებს წინ გავუსწროთ. სიტუაცია ისეთია, როგორიც არის და ის არ შეიცვლება. სულ ესაა, რაც მე ვიცი.

ფიქრს 31 აგვისტოს შემდეგ დავიწყებთ, როდესაც სხვა ვარიანტი აღარ იარსებებს.” – ციტირებს კლოპის სიტყვებს Sky Sports.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ფილიპე კოუტინიომ იურგენ კლოპს აცნობა, რომ ის “ლივერპულის” მაისურით თამაშს აღარ აპირებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში