მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” მაისურებზე, გვარების ნაცვლად, წარწერა Barcelona იქნება

“ბარსელონა” მაისურებზე, გვარების ნაცვლად, წარწერა Barcelona იქნება

20 აგვისტოს, ლა ლიგის პირველი ტურის მატჩში, რომელსაც “ბარსელონა” სევილიური “ბეტისის” წინააღმდეგ გამართავს, კატალონიური კლუბი ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამო მხარდაჭერას გამოხატავს.

ფეხბურთელებს მაისურზე გვარების ნაცვლად “BARCELONA” ეწერებათ, წინა მხარეს კი ჰეშთეგი – #TotsSomBarcelona, გარდა ამისა, ისინი მოირგებენ შავი ფერის სამკლაურებს. ამგვარად, “ბარსელონა” მხარდაჭერას გამოუცხადებს თანაქალაქელებს და განსაკუთრებით მათ, ვინც ტერაქტის შედეგად დაზარალდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბარსელონაში ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 13 ადამიანი და დაზარალლდა ბევრად მეტი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში