მადრიდის “რეალის” ამომავალი ვარსკვლავის, მარკო ასენსიოს აგენტი ადასტუერბს, რომ 2014 წელს, მისი კლიენტის ხელში ჩაგდების შანსი “ბარსელონას” ჰქონდა.
“2014 წელს “ბარსელონამ” გვითხრა: “არა, ჩვენ მისი შეძენა არ შეგვიძლია.” კატალონიელებმა ეს შანსი ხელიდან გაუშვეს. მათ 3 თვის შემდეგ გადაიფიქრეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
“რეალის” შემოთავაზება ყველა ასპექტში 20-ჯერ უკეთესი იყო, ვიდრე “ბარსელონასი”: როგორც სპორტული, ასევე ფინანსური მხრივ. მარკოს ბავშვობის კუმირი ზინედინ ზიდანი იყო. ასენსიოს მისი დიდი სურათიც აქვს კედელზე გამოკრული.” – აცხადებს ასენსიოს აგენტი ორასიო გახიოლი.
ეს სწორედ ის მარკო ასენსიოა, რომელმაც ბოლო ორ “ელ კლასიკოში” “ბარსელონას” 2 გოლი გაუტანა.


