მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პეტერ ბოში: “უსმან დემბელეს საქციელმა არ იმუშავა”

პეტერ ბოში: “უსმან დემბელეს საქციელმა არ იმუშავა”

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელი პეტერ ბოში გუნდის ახალგაზრდა ფრანგ შემტევზე, უსმან დემბელეზე საუბრობს და აცხადებს, რომ 20 წლის ფეხბურთელის “აჯანყებამ” შედეგი არ მოიტანა.

“არ ვიცი, როგორ დასრულდება “ბარსელონასთან” შექმნილი სიტუაცია. კიდევ რამდენიმე დღე უნდა მოვიცადოთ. ახლა იმ ფეხბურთელებზე ვარ კონცენტრირებული, რომლებიც ჩემ განკარგულებაში არიან. იმან, რაც დემბელემ გააკეთა, არ იმუშავა. ის მთელი “ბორუსია” არაა. პირველ ადგილზე კლუბი დგას.” – განაცხადა ბოშმა.

ცნობილია, რომ უსმან დემბელემ, რომელსაც “ბარსელონაში” გადასვლა სურს, “ბორუსიას” ვარჯიში თვითნებურად გააცდინა, რასაც მისი დასჯა და გუნდიდან მოკვეთა მოჰყვა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში