“იუვენტუსის” არგენტინელი ვარსკვლავი პაულო დიბალა “ბარსელონაში” მისი შესაძლო გადასვლის შესახებ გავრცელებულ ცნობებს ჭორებს უწოდებს.
“დღეს ყველა იმაზე საუბრობს, თუ ვინ შეცვლის ნეიმარს. ლაპარაკობენ კოუტინიოზე, დემბელეზე, ახსენეს გრიზმანი. ჩემმა სახელმაც გაიჟღერა.
თუმცა, მე ვიცი, რომ ეს მხოლოდ ჭორებია. ჩემი ახლობლები და ნათესავები ამ ინფორმაციას ეცნობიან და მისი სჯერათ. შემდეგ მეკითხებიან, ხომ არ ვაპირებ “ბარსელონაში” ან “რეალში” გადასვლას. რთულია მათ ავუხსნა, საიდან ჩნდება ეს ჭორები.
“იუვენტუსი” შესანიშნავი კლუბია. ის “ბარსელონას” დონეზეა. ჩემ კონტრაქტში კი გამოსასყიდი თანხა მითითებული არაა. ყველაფერსე კლუბი წყვეტს.”


