მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იურგენ კლოპი: “არ ვიცი, რატომ თქვა სეგურამ ასეთი რამ”

იურგენ კლოპი: “არ ვიცი, რატომ თქვა სეგურამ ასეთი რამ”

“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი “ბარსელონას” სპორტული მენეჯერი, პეპ სეგურას სიტყვებს პასუხობს.

გუშინ, სეგურამ განაცხადა, რომ ფილიპე კოუტინიო და უსმან დემბელე “ბარსელონაში” გადასვლასთან ახლოს არიან. ეს ინფორმაცია პირველმა “ბორუსიამ” უარყო, ახლა კი, “ლივერპულის” ჯერიც დადგა.

“არ ვიცი, რატომ ამბობს ხალხი იმას, რასაც ამბობს. სეგურას არ ვიცნობ, მას არასდროს შევხვედრილვარ.

უკვე ყველაფერი ვთქვით, რისი თქმაც შეიძლებოდა. სიახლე არ მაქვს. ჩვენი ბოლო საუბრის შემდეგ, ჩემთვის ახალი არავის არაფერი უთქვამს.

კოუტინიოს ზურგის ტრავმა აქვს და როგორც ყველა ტრავმირებული, ისიც არ ვარჯიშობს. არ ვიცი, როდის დაბრუნება ის. სხვას არაფერს გეტყვით.” – ციტირებს კლოპის სიტყვებს SKy Sports.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში