მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟორდი ალბა: “ძველებურ ფორმას დავიბრუნებთ”

ჟორდი ალბა: “ძველებურ ფორმას დავიბრუნებთ”

28 წლის მარცხენა მცველი ჟორდი ალბა დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ძველებური ფორმის დაბრუნებას მოახერხებს. კატალონიელმა ფეხბურთელმა ეს განცხადება “რეალთან” გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

“ბურთის კონტროლი გვიჭირდა. “რეალი” პრესინგს შესანიშანვად იყენებდა. მე-2 ტაიმში უკეთ ავთამაშდით, მაგრამ “რეალმა”, საერთო ჯამში, ორივე შეხვედრაში გვაჯობა.

“რეალს” შესანიშნავი ნახევარდაცვა ჰაყვს. მადრიდელები სახიფათონი არიან შეტევაში და ისინი თავსაც კარგად იცავენ.

მოგება გვინდოდა. მწვრთნელმა კარგი ტაქტიკა აირჩია. ძალიან გულდასაწყვეტი მარცხია. ახლა, ესპანეთის ჩემპიონატზე უნდა ვიფიქროთ.

დღეს გაგვიჭირდა, მაგრამ წინ გრძელი სეზონია და “ბარსელონა” ძველ ფორმას დაიბრუნებს. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი დალაგდება და წარმატებული სეზონი გვექნება.” – ავრცელებს ალბას სიტყვებს Marca.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში