“ნაპოლი” და “ტოტენჰემი” მზად არიან “ბარსელონას” დენის სუარესის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალურად მიმართონ.
El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, დენისის გამოსასყიდი თანხა 40 მილიონ ევროს შეადგენს, “ნაპოლი” და “ტოტენჰემი” კი მზად არიან მოლაპარაკება 35-მილიონიანი წინადადებით დაიწყონ.
“ბლაუგრანას” თავკაცი, ერნესტო ვალვერდე დენისზე განსაკუთრებულ იმედებს არ ამყარებს და, შესაძლოა, სპეციალისტი ტრანსფერის წინააღმდეგი არ დარჩეს. სუარესს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის ნაკლები შანსი აქვს, მაგრამ ახალგაზრდა ესპანელს დარჩენა და ადგილისთვის ბრძოლა აქვს გადაწყვეტილი.




დენისი გასაშვებია არაა ეგ ბარსაა დონის მოთამაშე
და რაში გვჭირდება. მე პირადად ვერც მომავალშI ვერ ვხედავ ამას ბარსას დონის იგროკად. წარმატებებს ვუსურვებ მაგრამ არ მგონია რო მაგდენინ მოუმატოს
აქ რჩება დენისი
35 მილიონი კაი თანხაა
დენისი არარი გასაყიდი რას მოათრიეს ეს დეულოფეუ შემაზიზღეს დენისს რაც შეუძლია უკვე დაამტკიცა ახლა დროა ბარსაში მისცენ შანსი
Denisi da erti kacii da +30 milioni da erikseni mogvcen an alli
ეს მეც მეიმედება იმედია არ გაყიდიან