მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არდა თურანის შეძენით “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ინტერი” დაინტერესდა

არდა თურანის შეძენით “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ინტერი” დაინტერესდა

რაც დრო გადის, “ბარსელონაში” არდა თურანის მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება.

თურქი ფეხბურთელი მომავალი სეზონისთვის კლუბის გეგმებში აღარ შედის, ამიტომ ის ტრანსფერზეა დაყენებული და მისი ფასი 30 მილიონი ევროა.

აღსანიშნავია, რომ “ბარსას” არდაში თავის დროზე 41 მილიონი აქვს გადახდილი, მაგრამ ტრანსფერმა არ გაამართლა და შესაბამისად, კატალონიელებს მისი უფრო იაფად გაშვება მოუწევთ.

თურქული გამოცემა Ajansport ირწმუნება, რომ “ბარსელონა” თურანის იჯარის წესით გაშვებაზე თანახმა არაა, რასაც მათ სტამბულის “გალათასარაი” სთავაზობდა, მაგრამ მისი შეძენით “მანჩესტერ იუნაიტედი” და მილანის “ინტერია” დაინტერესებული.

არდა “იუნაიტედთან” აქამდეც იყო დაკავშირებული, რადგან, AS-ის ცნობით, ჟოზე მოურინიო ამ ფეხბურთელს დიდი ხანია აკვირდება და ძალიან აფასებს.

იმის გათვალისწინებით, რომ კლუბში სათამაშო დრო არ ეძლევა, არდა თურანის წასვლა არც თვითონ ფეხბურთელისთვის და მითუმეტეს, არც “ბარსელონასთვის” წამგებიანი არ იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში