“ბარსელონას” საყრდენი ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი აცხადებს, რომ ესპანეთის სუპერ თასის პირველ მატჩში “რეალთან” 1:3 წაგების შემდეგ, ორრაუნდიანი დაპირისპირების შემობრუნება თითქმის შეუძლებელია.
“საკუთარ მოედანზე 1:3 წაგება ძალაინ რთულ სიტუაციაში გაგდებს. ახლა, ყველაფერს შავ ფერებში ვხედავთ, თუმცა სიტუაციის გამოსწორებას აუცილებლად უნდა შევეცადოთ. ესპანეთის სუპერ თასის მოგება თითქმის შეუძლებელი გახდა.
ასეთ თამაშებში, პირველი გოლის გამტანი გუნდი დიდ უპირატესობას იღებს. “რეალი” კონტრშეტევებზე ძალიან კარგად თამაშობდა.
რაც შეეხება არბიტრებს: მოედანზე მე ისეთი შესაძლებლობები არ მაქვს, როგორც თქვენ. თქვენ ეპიზოდებს რამდენიმე წერტილიდან, გამეორებებით უყურებთ.” – ციტირებს ბუსკეტსის სიტყვებს Marca.



