მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კრეიგ ბელამი: “კოუტინიოს შანსი აქვს “ბარსელონასთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგოს”

კრეიგ ბელამი: “კოუტინიოს შანსი აქვს “ბარსელონასთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგოს”

“ლივერპულისა” და უელსის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი კრეიგ ბელამი მიიჩნევს, რომ მერსისაიდელთა ბრაზილიელ ლიდერს, ფილიპე კოუტინიოს “ბარსელონას” შეთავაზებაზე უარის თქმა გაუჭირდება.

“ლივერპული” თავისი პოზიციის შენარჩუნებას შეეცდება, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დრო კიდევ არის და იბადება კითხვა, რამდენხანს გაძლებენ მერსისაიდელები,. გულშემატკივრებს კოუტინიოს წასვლის გაგონებაც კი არ სურთ. ყველას მიაჩნია, რომ მათი საყვარელი კლუბი უდიდესია და ეს ასეცაა, მაგრამ ახლა საუბარი “ბარსელონაზეა”. თუ შეთავაზებას კატალონიელები აკეთებენ, ფეხბურთელს უარის თქმა ძალიან გაუჭირდება.

კოუტინიოს შანსი აქვს ლიონელ მესისთან, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად, ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ითამაშოს. როგორ შეიძლება მას თვალებში ჩახედო და უთხრა, რომ ის ამას არ იმსახურებს?

განსხვავება ისაა, რომ კოუტინიოს, “ლივერპულთან” ერთად, შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს, “ბარსელონასთან” ერთად კი – ეს ტურნირი მოიგოს. ასეთ წინადადებაზე უარის თქმა თითქმის შეუძლებელია.” – ციტირებს ბელამის სიტყვებს Sky Sports.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში