მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერი “ბარსელონაში” გადასასვლელად მზადაა

სერი “ბარსელონაში” გადასასვლელად მზადაა

ფრანგული “ნიცას” ნახევარმცველი ჟან-მიკაელ სერი, შესაძლოა, მომდოვნო კვირაში კატალონიის “ბარსელონამ” გაიფორმოს, მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.

ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, კატალონიურმა კლუბმა ფეხბურთელთან და აგენტთან შეთანხმებას უკვე მიაღწია, დარჩა მხოლოდ “ნიცასთან” მოლაპარაკება სატრანსფერ ფასზე.

არსებული ინფორმაციით, “ბარსელონა” ჯერ ნეიმარის შემცვლელის ტრანსფერზე მუშაობს, რომელიც, წესით, მიმდინარე კვირაში უნდა დასრულდეს. ბრაზილიელის შემცვლელის გაფორმების შემდეგ კატალონიელები სერის ტრანსფერზე გადაერთვებიან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში