“ვესთ ჰემ იუნაიტედის” არგენტინელმა ნახევარმცველმა, მანუელ ლანსინიმ, შესაძლოა, კარიერა “ლივერპულში” გააგრძელოს, იტყობინება Sky Sports.
მერსესაიდულ კლუბში ფიქრობენ, რომ გუნდის ბრაზილიელი ლიდერის, ფილიპე კოუტინიოს “ბარსელონაში” გადაბარგების შემთხვევაში მისი შემცვლელის ყველაზე კარგი ვარიანტი სწორედ არგენტინელია.
ამჟამად ლანსინი ლონდონურ კლუბთან ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. “ლივერპული” კი ამ ტრანსფერისთვის იმ შემთხვევაში იბრძლებს, თუ კოუტინიო კლუბს დატოვებს.



