კატალონიის “ბარსელონას” თურქმა ნახევარმცველმა, არდა თურანმა, შესაძლოა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კლუბი გამოიცვალოს, იტყობინება მადრიდული გამოცემა Marca.
“ბარსელონამ” არდა თურანის ტრანსფერი მის ყოფილ კლუბს, მადრიდის “ატლეტიკოს” შესთავაზა, თუმცა, როგორც ჩანს, თურქი ნახევარმცველი დიეგო სიმეონეს გეგმებში აღარ შედის.
ასევე საუბარი მიდიოდა “გალათასარაიში” დაბრუნებაზეც, თუმცა თავად არდა თურანმა ამ ტრანსფერზე უარი თქვა, რადგან ფინანსური გათვლები არ მოეწონა.



