გამპერის თასის მატჩი ზოგადად ემოციური გამოდგა საფეხბურთო სამყაროსთვის, მატჩის დაწყებამდე არაერთი ძალიან კარგი ჟესტი ვიხილეთ “ბარსელონას” მხრიდან “შაპეკოენსეს” მისამართით.
ყველას კარგად მოეხსენება მიზეზი, რატომაც გუშინ “კამპ ნოუზე” “შაპემ” ითამაშა და არა სხვა რომელიმე კლუბმა. გუნდს გამპერის თასზე ავიაკატასტროფას გადარჩენილი ფეხბურთელი, ალან რუშელი კაპიტნობდა, რომელმაც ტრაგედიიდან პირველი მატჩი სწორედ გუშინ ჩაატარა.
გასაგები მიზეზების და გამო, ბრაზილიელთა კაპიტანმა მოედანი შეხვედრის 36-ე წუთზე დატოვა, პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ კი მწვანე მინდორზე კვლავ შევიდა და ლეო მესის მაისური გაუცვალა.
მატჩამდე რუშელმა განაცხადა: “ჩემთვის უდიდესი საჩუქარი იქნება, თუ ლეო მესის მაისურს გავუცვლი. ის მსოფლიოში საუკეთესო და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.”
ასე რომ, რუშელის ოცნება ახდა 🙂
კარგია
არ დაინდეს ის საწყლები
Mec chapesken viyavi :))
ხოოო:D
Auu dzaan gamisworda ro itamasha rushelma…prosta barsas ese arunda gaegijebina tavi :dd