“შაპეკოენსეს” ოფიციალური საიტის ცნობით, 2016 წლის ნოემბერში, კოლუმბიაში მომხდარ ავიაკატასტროფაში გადარჩენილი მცველი, ალან რუშელი მოედანზე დასაბრუნებლად მზადაა.
27 წლის ფეხბურთელი “ბარსელონასთან” მატჩში, გამპერის თასზე მონაწილეობას მიიღებს.
შეხვედრა 7 აგვისტოს, “კამპ ნოუზე” შედგება.