მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Sky Sports-იც  ადასტურებს: კოუტინიო “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდება

Sky Sports-იც ადასტურებს: კოუტინიო “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდება

ბოლო დღეებში, განსაკუთრებით კი ნეიმარის პსჟ-ში ტრანსფერის შემდეგ, პრესაში ძალიან ბევრი იწერება მერსესაიდული “ლივერპულის” ათიანის, ფილიპე კოუტინიოს “ბარსელონაში” შესაძლო ტრანსფერის შესახებ.

დღეს აღნიშნულ ტრანსფერზე ყველაზე გავლენიანმა გამოცემამ, Sky Sports-მაც დაწერა. “სქაი სპორტსის” ესპანელი საფეხბურთო ექსპერტი, გილემ ბალაგე, ადასტურებს, რომ “ბარსელონამ” კოუტინიოს ტრანსფერზე შეანხმებას მიაღწია და ბრაზილიელი მზადაა, კარიერა კატალონიაში გააგრძელოს.

წყაროს ინფორმაციით, ტრანსფერის გაოფიციალურებას დღეს ან ხვალ უნდა ველოდოთ, თუმცა გილემ ბალაგ არ გამორიცხავს, რომ კოუტინიოს “ბარსელონაში” ტრანსფერი შეიძლება ცოტა გაიწელოს.

“ლივერპულის” პოზიცია უცვლელია, მათი თქმით, ბრზილიელი ფეხბურთელი არ იყიდება და იგი “ენფილდზე” ძალიან ბედნიერია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში