დანი ალვესმა გაასაჯაროვა თუ რა როლი ითამაშა ნეიმარმა პსჟ-ში მის ტრანსფერზე. აქამდე ყველას ეგონა, რომ ნეიმარის პსჟ-ში გადასვლის ერთ-ერთი მიზეზი დანი ალვესი იყო, თუმცა ის ამბობს, რომ აქ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა.
“იუვენტუსის” დატოვების შემდეგ ალვესი თითქმის გადასული იყო პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტიში”, თუმცა ის ბოლო წუთს “პარი სენ-ჟერმენში” აღმოჩნდა.
“მე ვესაუბრე მას (ნეიმარს) შესაძლებლობების შესახებ”, განაცხადა ალვესმა ლიგა 1-ის პირველი ტურის შემდეგ.
“მან შემომთავაზა ამ კლუბში გადმოვსულიყავი. მე ნათქვამი მქონდა, რომ მინდოდა “იუვენტუსის” დატოვება, ის კი აქ (პსჟ-ში) გადმოსვლას ფიქრობდა”.
ჟურნალისტი მას ფანების დამოკიდებულებაზეც შეეკითხა: “ხალხი ყველაფერს პირიქით ფიქრობს. მე მადლობელი ვარ, იმიტომ რომ ეს იყო ნეიმარი, ვინც დამარწმუნა. მე არაფერ შუაში ვარ, უბრალოდ მინდოდა ის ბედნიერი ყოფილიყო,” უპასუხა ალვესმა.


ჩემი აზრით სიტი წელს ერთერთი ფავორიტი იქნება ჩემპიონთა ლიგაზე
ეეე რა
როგორ მევასებოდა ალვეში და ნეიმარი, ორივემ როგორ შემაძულა თავი
იმენა ამან ხო ყველა შეგვაღონა და პატივისცემაც დაეკარგა ხალხს. აბრალეთ ეხლაერთმანეთს და იყავით:)
Gaajvi ra shenc ukve cirkachi gaxdi maimunivit xtunaobs es yle raze gaborotda ase esec albad pulis gamo