მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ლივერპული” კოუტინიოს გაშვებაზე დათანხმდა!

“ლივერპული” კოუტინიოს გაშვებაზე დათანხმდა!

როგორც მოგეხსენებათ, “ლივერპული” გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშის გაშვებაზე უარს აცხადებდა, თუმცა როცა შანსი გაქვს, ფეხბურთელში გადახდილი თანხა ათმაგად აინაზღაურო, ამ შესაძლებლობაზე უარის თქმა რთულია.

სწორედ ეს არის ფილიპე კოუტინიოს სიტუაცია – ფეხბურთელი, რომელშიც მერსესაიდელებმა 2012 წელს 10 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. “ბარსელონა” უკვე დიდი ხანია ფეხბურთელს შეუთანხმდა და კლუბის წარმომადგენლები რამდენჯერმე გაფრინდნენ კიდეც ინგლისში ტრანსფერის დასასრულებლად.

საბოლოოდ კი ამ წარმომადგენლების მუშაობამ შედეგი გამოიღო და Sport-ის ინფორმაციით, კლუბი, რომლის ფინანსური შესაძლებლობები 222 მილიონი ევროს მიღების შემდეგ ეჭვქვეშ აღარ დგას, სამშაბათს ან ოთხშაბათს ტრანსფერს ბოლომდე მიიყვანს და გააოფიციალურებს.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კლუბი ჯონ ჰენრის ხელშია, რომლისთვისაც მთავარი ფული და მოგებაა – იანვარში იგი მზად იყო, მერსესაიდული კლუბი ჩინელებისთვის 900 მილიონ ევროდ მიეყიდა.

კოუტინიო ის შესანიშნავი ტრანსფერი იქნება, რომელსაც ხოსეპ მარია ბართომეუ გვპირდებოდა და კლუბი არ აპირებს ამ საქმეშიც მარკო ვერატის მსგავსად ჩაფლავდეს. ამასთან, 13 აგვისტოს ესპანეთის სუპერ თასის პირველი შეხვედრა შედგება და “ბლაუგრანას” ინტერესებში შედის, რომ “რეალთან” მატჩს გაძლიერებული შეხვდეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში