მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ადასტურებს: ნეიმარი 26-მილიონიან ბონუსს ვერ მიიღებს

“ბარსელონა” ადასტურებს: ნეიმარი 26-მილიონიან ბონუსს ვერ მიიღებს

“ბარსელონას” პრესმდივანი ჟოზეპ ვივესი ადასტურებს, რომ კატალონიური კლუბი არ აპირებს ნეიმარს 26 მილიონი ევრო გადაუხადოს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ როდესაც ნეიმარმა “ბარსელონასთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა, ხელშეკრულებაში 26-მილიონიანი ბონუსის შესახებ ჩანაწერი გაჩნდა. საუბარია კონტრაქტის გახანგრძლივების ბონუსზე და თუ ნეიმარი კონტრაქტით ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებდა, კლუბის ერთგულების გამო, ის 26 მილიონ ევროს მიიღებდა.

რამდენიმე დღის წინ, “ბარსელონამ” ეს თანხა სანოტარო ანგარიშზე შეიტანა მანამ, სანამ ფეხბურთელის ბედი არ გაირკვეოდა, ახლა კი, თანხა უკვე კლუბის ანგარიშზეა დაბრუნებული.

“ნეიმარს ამ ბონუსს არ გადავუხდით, რადგან მან ამ ბონუსის მისაღებად დათქმული მოთხოვნები არ შეასრულა. მოთხოვნა 3 იყო: პირველი ის, რომ ფეხბურთელს 31 ივლისამდე სხვა კლუბთან მოლაპარაკებები არ უნდა ეწარმოებინა; მეორე, მას საჯაროდ უნდა დაეფიქსირებინა თავისი სურვილი კონტრაქტის პირობების შესრულების შესახებ; და მესამე, ბონუსი 1 სექტემბერს, იმაში დარწმუნების შემდეგ უნდა გადაგვეხადა, რომ ნეიმარი სხვა კლუბში არ გადადის.

ვინაიდან ეს მოთხოვნები არ შესრულდა, კლუბი ბონუსს არ გადაიხდის. თანხა ნოტარიუსთან აღარაა. ის ჩვენ უკვე დავიბრუნეთ.” – ციტირებს ვივესის სიტყვებს Sport.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში