მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეიმარი “ბარსელონას” ემოციური ტექსტით გამოემშვიდობა [VIDEO]

ნეიმარი “ბარსელონას” ემოციური ტექსტით გამოემშვიდობა [VIDEO]

“ბარსელონადან” “პარი სენ-ჟერმენში” რეკორდულ თანხად, 222 მილიონად გადასულმა ნეიმარმა, ცოტა ხნის წინ, ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელიც Instagram-ზე გამოაქვეყნა.

“ამ დღისთვის ტექსტი მოვამზადე.

სპორტსმენის ცხოვრება გამოწვევებისგან შედგება. ზოგი მათგანი ბუნებრივად გვაქვს, ზოგი კი ჩვენი გადაწყვეტილების ნაყოფია. ეს საჭიროა იმისათვის, რომ შენ კარიერას სინათლე შემატო. კარიერას, რომელიც დატვირთული, მაგრამ მოკლეა.

“ბარსელონა” გაცილებით მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ გამოწვევა. ეს იყო ახდენილი ოცნება ბავშვისთვის, რომელიც ამ ვარსკვლავებით ვიდეოთამაშში თამაშობდა.

კატალონიაში 21 წლის ასაკში ჩამოვედი და მაშინ გამოწვევებით სავსე ვიყავი. კლუბში გატარებული პირველი დღეები ახლაც მახსოვს. გასახდელში ხომ ჩემ კერპებთან ერთად ვიყავი, ისეთებთან, როგორებიც მესი, ვალდესი, ჩავი, ინიესტა, პუიოლი, პიკე, ბუსკეტსი და სხვები არიან.

“ბარსელონა” ნამდვილად მეტია, ვიდრე კლუბი. “ბარსელონა არის ერი, რომელიც კატალონიას წარმოადგენს.

პატივი მქონდა მეთამაშა საუკეთესო სპორტსმენების გვერდით, ვინც კი ოდესმე მინახავს. დარწმუნებული ვარ, რომ მათ მსგავსს ვეღარავის ვნახავ.

ლეო მესი. ის ჩემ მეგობრად იქცა მოედანზეც და მის გარეთაც. მის გვერდით თამაში პატივი იყო. მესისთან და სუარესთან ერთად ტრიო შევქმენი, ჩვენ ერთად კი – ისტორია. ჩვენ დავიპყარით ყველაფერი, რისი დაპყრობაც სპორტსმენს შეუძლია. ერთად გადავიტანეთ დაუჯერებელი წუთები.

ვცხოვრობდი ქალაქში, რომელიც ქალაქზე მეტია. ეს სამშობლოა. მე მიყვარს ბარსელონა, მე მიყვარს კატალონია.

თუმცა, სპორტსმენს გამოწვევები ჭირდება. და ჩემ ცხოვრებაში პირველად, საკუთარ მამას შევეწინააღმდეგე. მამა, მე მესმის და პატივს ვცემ შენ აზრს, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულია და გთხოვ მხარი დამიჭირო, როგორც ამას ყოვლეთვის აკეთებდი ხოლმე.

“ბარსელონა” და კატალონია ჩემ გულში სამუდამოდ დარჩება. მაგრამ ახალი გამოწვევა მჭირდება. პსჟ-ს დავთანხმდი და შევეცდები ახალი მწვერვალები დავიპყრო და კლუბს დავეხმარო ტიტულების მოგებაში, რომელიც ხალხს ასე ძალიან უნდა. მათ მე კარიერის გეგმა წარმომიდგინეს და ვიგრძენი, რომ ამ გამოწვევისთვის მზად ვარ.

“ბარსელონას” შესანიშნავ გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი. ასევე უდიდეს თანაგუნელებს, რომლებისგანაც ყველაფერი ვისწავლე და რომლებთან ერთადაც გასახდელში ყოფნის შანსი მომეცა.

ახლა კი გული მკარნახობს, რომ წასვლის დროა. მომდევნო წლებში ჩემი სახლი “პარი სენ ჟერმენი” იქნება და თავდაუზოგავად ვიმუშავებ იმისათვის, რომ ნდობა გავამართლო.

კარგად მახსოვს ყველა ის მხარდაჭერა, რომელსაც 2009 წლიდან მოყოლებული ვგრძნობდი. გულშემატკივრებისგან, მეგობრებისგან, პროფესიონალებისგან, რომლებიც ჩემი და ჩემი ოჯახის გვერდით იდგნენ. ჩემ ოჯახს, ჩემი კარიერის განმავლობაში, ბევრი ტანჯვის გადატანა მოუხდა. დღეს, თქვენ სიმშვიდე დაიმსახურეთ.

ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან ძნელი იყო, თუმცა ის მომწიფების იმ დონის გათვალისწინებით მივიღე, რომელსაც 25 წლის ასაკში მივაღწიე.

ბარსელონა, მადლობა ყველაფრისთვის!

პარიზო, მოვედი!!

დაე ღმერთმა დაგვლოცოს და დაგვიცვას.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში