“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ნეიმარი, “პარი სენ-ჟერმენთან” 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს.
“ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც უდიდეს მოტივაციას მმატებდა პსჟ-ში გადმოვსულიყავი, არის ამ გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარო, რაც სურთ კიდეც გულშემატკივრებს. პსჟ-ს ამბიციამ მიმიზიდა.
ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ პსჟ-ში გადმოვედი. მას შემდეგ, რაც ევროპაში გადმოვედი, ეს გუნდი ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი და ამბიციური იყო.
აქ იმისთვის მოვედი, რომ მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით გულშემატკივარს ბედნიერება მივანიჭო.”
როგორც ხედავთ, პირველი კომენტარის დროს, ნეიმარს “ბარსელონაზე” არაფერი უთქვამს.
