“ბარსელონას” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა, რომ ნეიმარის წარმომადგენლებმა ფეხბურთელის კონტრაქტი გამოისყიდეს.
გთავაზობთ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თარგმანს:
“ხუთშაბათს საღამოს, ნეიმარის კანონიერი წარმომადგენლები კლუბის ოფისში პირადად მოვიდნენ და მისი სახელით 222 მილიონი ევრო გადაიხადეს იმისათვის, რომ კონტრაქტი ცალმხრივად გაეწყვიტათ.
ჩვენი კლუბი ზემოთ ხსენებული ოპერაციის დეტალებს UEFA-ს გადაუგზავნის და შესაძლო დისციპლინარული ზომების შესახებ გადაწყვეტილებას სწორედ ეს ორგანიზაცია მიიღებს.”



