მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პსჟ ცდილობს ლა ლიგის უარი “ბარსას” დახმარებით დაძლიოს

პსჟ ცდილობს ლა ლიგის უარი “ბარსას” დახმარებით დაძლიოს

“პარი სენ-ჟერმენი” ცდილობს ლა ლიგის მხრიდან ნეიმარის ტრანსფერზე უარის მიღების მიუხედავად, გარიგება რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს. პარიზელებს სურთ, ამ პროცედურაში “ბარსლეონა” დაიხმარონ.

როგორც იცით, დღეს, პსჟ-მ ნეიმარის 222 მილიონად გამოსყიდვა სცადა, მაგრამ ლა ლიგისგან უარი მიიღო. ბოლო ცნობებით, ფრანგები აპირებენ თანხა “ბარსელონას” გადაუხადონ და ლა ლიგის ოფისში ტრანსფერი კატალონიელებმა დაასრულონ. თუ ასე მოხდა, მაშინ პსჟ-ს საშუალება ექნება ფეხბურთელი უკვე ხვალ წარადგინოს.

თუ “ბარსელონა” შეთავაზებას არ დასთანხმდება, მაშინ პარიზულ კლუბს მოუწევს FIFA-ს მიმართოს, რაც ტრანსფერის დასრულებას შედარებით გააჭიანურებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში