“ბარსელონას” ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ბოლო შეხვედრაში “რეალთან” გამარჯვების მოპოვების შემდეგ (3-2) კომენტარი გააკეთა.
“ტურნემ საკმაოდ პოზიტიურად ჩაიარა. მატჩებში კარგი თამაშიც ვაჩვენეთ და ვარჯიშებზეც კარგად ვიმუშავეთ. როცა იგებ, ყოველთვის მეტ სიამოვნებას იღებ.”
“მადრიდზე უკეთესები? ვნახავთ, ვართ თუ არა მადრიდელებზე უკეთესები. სუპერ თასი განსხვავებული იქნება, ჩვენ ტიტულისთვის ვიბრძოლებთ და ამას ყოველთვის უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს.”
ხორვატმა არბიტრ ჟერ მარუფოზეც გააკეთა კომენტარი. “ვინც მიცნობს, იცის, რომ ჩემი მწყობრიდან გამოყვანა რთულია, მაგრამ მსაჯმა ამას თავი კარგად გაართვა. მან შეურაცხყოფა 3-ჯერ მომაყენა, მსგავს სიტუაციებს კარგად ვუმკლავდები, თუმცა რა თქმა უნდა, ეს არ მომწონს.”


