სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა საერთაშორისო ჩემპიონთა თასის 2017 წლის გათამაშების დასკვნითი შეხვედრა მაიამიში, “ბარსელონასა” და “რეალს” შორის, სადაც გამარჯვება კატალონიელებს დარჩათ (3-2).
“ლურჯ-ბროწეულისფრებმა” ამერიკულ წინასასეზონო ტურნეზე 3 ჩატარებული მატჩიდან სამივე მოიგეს, “რეალის” გარდა მათ “იუვენტუსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” დაამარცხეს, ჯამში გაიტანეს 6 გოლი და გაუშვეს 3.
გთავაზობთ საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ამერიკული ჯგუფის სატურნირო ცხრილს, სადაც “ბარსელონამ” პირველია დგილი დაიკავა, მისმა დღევანდელმა მეტოქემ კი – ბოლო.




