workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბოლო ვარჯიში “ალმერიასთან” შეხვედრამდე

ბოლო ვარჯიში “ალმერიასთან” შეხვედრამდე

დღეს, კატალონიის “ბარსელონამ” “ალმერიასთან” მატჩისთვის მოსამზადებელი ბოლო ვარჯიში გამართა. მოგეხსენებათ დღეს, თბილისის დროით ღამის პირველ საათზე, კატალონიელები ალმერიელებს “სამეფო თასის” ნახევარ–ფინალის პირველი შეხვედრის გასამართად მიიღებენ. ბოიანმა, რომელმაც სამშაბათის შეკრება ბოლომდე ვერ ჩაატარა, დანარჩენ ფეხბურთელებთან ერთად ნორმალური დატვირთვით ივარჯიშა. დღევანდელ ვარჯიშს ასევე “ბარსა ბ”–ს სამი ფეხბურთელი: მარკ ბარტრა, მარტინ მონტოია და ნოლიტო დაესწრნენ…

დღევანდელ ვარჯიშში, რომელიც გუნდმა “ნოუ კამპზე” გამართა, “ბარსას” 18–მა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. პირველი გუნდის ფეხბურთელებს რეზერვებიდან ორი მცველი, მარკ ბარტრა და მარტინ მონტოია შეურთდნენ, ხოლო თავდასხმის ხაზიდან ვარჯიშზე ნოლიტო იმყოფებოდა. ვარჯიში მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა, ხეფრენმა და პუიოლმა გააცდინეს, რომლებიც აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას აგრძელებენ. დანიელ ალვესს კი მედიკოსებისგან თამაშზე ნებართვა არ მიიღია. ასე, რომ დღეს მოედანზე შესაძლოა “ბარსას” ახალგაზრდა ფეხბურთელებიც ვიხილოთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში