“ბარსელონას” ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი მიიჩნევს, რომ კლუბის ახალწვეულებისთვის რთული იქნება ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება, თუ “ბარსა” ამ სატრანსფერო ფანჯარაზე შეძენილთა სიას შეავსებს. რაკიტიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჟამად “ლურჯ-ბროწეულისფერი” შემადგენლობა ძალიან ძლიერია.
“ბარსელონას” ახალწვეულებს ძალიან გაუჭირდებათ. მაგრამ ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ღირსეულ ფეხბურთელებს. ჩვენ ძალიან ძლიერი კოლექტივი გვყავს და 24-ივე მოთამაშე ასპროცენტიან მდგომარეობაში უნდა იყოს. თავად მე შვებულების დროს ბევრი ვიმუშავე.” – ციტირებს რაკიტიჩს Marca.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა მან მომავალში ამერიკულ MLS-ში ითამაშოს, ხორვატმა უპასუხა: “ეს ძალიან საინტერესო რამეა, მაგრამ ღმერთმა ქნას, რომ კიდევ მრავალი წელი ვითამაშო მაღალ დონეზე.”



