რამდენიმე წუთის წინ, მერილენდში, ამხანაგური ტურნირის, საერთაშორისო ჩემპიონთა თასის თამაში დასრულდა, რომელშიც “ბარსელონამ” “მანჩესტერ იუნაიტდი” ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
კატალონიური გუნდის მხრიდან თავი კვლავ ნეიმარმა გამოიჩინა. მიმდინარე ტურნირზე, “ბარსას” სულ 3 გოლი აქვს გატანილი და სამივე ბრაზილიელის აქტივშია.
“ბარსელონა”, რომელმაც პირველ ტურში “იუვენტუსი” დაამარცხა, ტურნირზე ერთადერთია, რომელსაც ძირითად დროში 2 მოგება აქვს. შესაბამისად, კატალონიელები გათამაშებას ლიდერობენ. ერნესტო ვალვერდეს გუნდზე უკეთესი შედეგის ჩვენების შანსი მხოლოდ “რომასა” და “რეალს” აქვს. თუ დღეს “რეალმა” “სიტის” ძირითად დროში ვერ მოუგო, მადრიდელები ამ შანსს დაკარგავენ.


