კატალონიის “ბარსელონა” “ლივერპულის” ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერში ძალიან დარწმუნებულია, იმ შემთხვევაშიც კი თუ გუნდს ნეიმარი დატოვებს.
Sky Sports-ის ინფორმაციით, წინა შეთავაზების დაბლოკვის შემდეგ, რომელიც 72 მილიო ფუნტს შეადგენდა, “ბარსელონამ” შეთავაზება ბევრად გაზარდა, “ლურჯ-ბროწეულისფრები” ამჯერად 89 მილიონ ფუნტს (100 მილიონი ევრო) ჩამოდიან და კატალონიის დედაქალაქში ფიქრობენ, რომ “ლივერპულს” ამხელა თანხაზე უარის თქმა გაუჭირდება.
“ბარსელონაში” ასევე ითვალისწინებენ იმასაც, რომ კოუტინიოს “ლივერპული” უყვარს, თუმცა ბარიზილიელ ნახევარმცველს “ბლაუგრანას” შეთავაზებაზე უარის თქმა გაუჭირდება.



