კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ “ლივერპულის” ბრაზილიელ ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოსთან პირადი დეტალები შეათანხმა, “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” მერსესაიდელთა ათიანი დაითანხმეს, იტყობინება Radio Catalunya.
ამ წყაროს ინფორმაციით, კოუტინიო მზადაა “კამპ ნოუზე” გადაბარგდეს, თუმცა ჯერ ტრანსფერის სისრულეში მოსაყვანად ფასზე გუნდებს შორის მოლაპარაკებებია დარჩენილი.
RAC1-ისგან განსხვავებით, Radio Catalunya-ს არ აქვს ინფორმაცია გუნდების შეთანხმებასთან დაკავშირებით, ერთადერთი, რასაც ეს წყარო ავრცელებს არის ის, რომ წინა ჯერზე შეთავაზებული 70 მილიონი ფუნტი “ლივერპულმა” უარყო და ახლა “ბარსელონა” შეთავაზების ბევრად გაზრდას აპირებს.
