“პარი სენ-ჟერმენის” ახალწვეულმა, დანი ალვესმა ნეიმართან საუბრის შემდეგ, “მანჩესტერ სიტიში” გადასვლაზე უარი განაცხადა.
Globo-ს ინფორმაციით, 34 წლის განაპირა მცველი “ქალაქელთა” წინადადების მიღებას გეგმავდა, მაგრამ თანამემამულესთან საუბრის შემდეგ მან აზრი შეიცვალა. ნეიმარმა ალვესს ამცნო, რომ “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლას აპირებს.
ამაღამ, თბილისის დროით ღამის 1 საათზე, “პარი სენ ჟერმენი”, მაიამიში, პრესკონფერენციას გამართავს. ვარაუდობენ, რომ პსჟ ნეიმართან დაკავშირებით, ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს.
