გამოცემა Don Balon-ის თანახმად, “ბორუსიასა” და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა, უსმან დემბელემ თავისი მომავალი კლუბი აირჩია.
წყარო ადასტურებს, რომ ახალგაზრდა ფრანგს ამ ზაფხულში მადრიდის “რეალში” გადასვლა სურს. გერმანულ კლუბს პერსპექტიული ფორვარდის გაშვება არ სურს.
აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “რეალში” გადასვლის მიზნით დემბელე “ბარსელონას” უარს ეტყვის. უსმანი 90 მილიონ ევროდაა შეფასებული.
