მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” მუნირში 30 მილიონ ევროს ითხოვს

“ბარსელონა” მუნირში 30 მილიონ ევროს ითხოვს

მუნირი მიმდინარე ზაფხულში კლუბის დატოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ფორვარდის მიმართ, რომელიც გასული სეზონის “ვალენსიაში” არენდით გატარების შემდეგ გუნდს დაუბრუნდა და მასთან ერთად ამერიკულ ტურნეზე ასპარეზობს, ინტერესს რამდენიმე კლუბი იჩენს.

ერთ-ერთი მათგანი “ლილია”, რომელიც უკვე დაუკავშირდა კატალონიელებს ტრანსფერის თაობაზე. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ახალგარზდა თავდამსხმელში “ბლაუგრანა” 30 მილიონს ითხოვს.

ფრანგული კლუბი კი ამ ფასზე თანახმა არაა და შესაძლოა “ვალენსიას” მსგავსად მოიქცეს და მუნირ ელ-ჰადადი იჯარის წესითა და გამოსყიდვის უფლებით შეიძინოს.

მსგავს შეთავაზებას ამსტერდამის “აიაქსიც” განიხილავს. თუმცა, “ბლაუგრანას” არ სურს მსგავსი ტრანსფერი, რამეთუ არენდის თაობაზე ჯერ-ჯერობით 20 მილიონზე მეტი არავის შეუთავაზებია.

ამჟამად, თავდამსხმელით ლევერკუზენის “ბაიერი” ინტერესდება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მოლაპარაკებები ჩიხშია (რადგან კატალონიელები კვლავ იმავე თანხას ითხოვენ), ესპანურ პრესაში ამ ტრანსფერთან დაკავშირებით ლიდერად სწორედ გერმანული კლუბი განიხილება. ფეხბურთელის გარემოცვაც ადასტურებს, რომ მისი კარიერის გაგრძელების ერთ-ერთი ვარიანტი სწორედ ლევერკუზენია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში