“ჩელსის” ახალწვეული, ალვარო მორატა თვლის, რომ მისი ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით თამაში ბედისწერაა და მის ახალ გუნდს, “რეალისთვის” და “ბარსელონასთვის” კონკურენციის გაწევა შეუძლია.
ყოფილმა “მადრიდელმა” განაცხადა, რომ პრემიერ ლიგის მოქმედ ჩემპიონს წამყვანი ევროპული გრანდების, მათ შორის მისი ყოფილი კლუბისაც, დამარცხება შეუძლია.
“აქ შესანიშნავი ფეხბურთელები არიან და ვფიქრობ კარგი სეზონი იქნება. მადრიდის დატოვება რთული იყო, თუმცა ეს შედარებით მარტივდება, როცა “ჩელსის” მსგავს გუნდში მიდიხარ, ამ ფეხბურთელებთან და ამ მწვრთნელთან. ვფიქრობ, რომ “რეალისა” და “ბარსელონას” წინააღმდეგ გამარჯვების მოპოვება შეგვიძლია.” – განაცხადა ესპანელმა ფორვარდმა.

