მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფერნანდო ორსი: “ბარსელონას” დიბალას ყიდვა შეუძლია”

ფერნანდო ორსი: “ბარსელონას” დიბალას ყიდვა შეუძლია”

რომის “ლაციოს” ყოფილი მეკარე ფერნანდო ორსი მიიჩნევს, რომ თუ “ბარსელონა” პაულო დიბალას შეძენა მართლაც სურს, კატალონიელები მიზანს მიაღწევენ.

“დიბალა “ბარსელონაში”? როდესაც დიდ კლუბებს ფეხბურთელი სურთ, ისინი მას ყიდულობენ. მოვლენების ასეთ განვითარებაზე იმ შემთხვევისთვის ვფიქრობ, თუ “ბარსა” ნეიმარს დაკარგავს. თუ კატალონიელები ტურინში დიდი ფულით ჩავლენ, ტრანსფერის განხორციელება შესაძლებელი იქნება.” – ციტირებს ორსის სიტყვებს Mundo Deportivo.

გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა”, ნეიმარის პსჟ-ში წასვლის შემთხვევაში, ბრაზილიელის შეცვლას სწორედ დიბალათი აპირებენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში