მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ნეიმარს ბრაზილიელ მეწყვილეს შეჰპირდა

“ბარსელონა” ნეიმარს ბრაზილიელ მეწყვილეს შეჰპირდა

“ბარსელონა” ნეიმარს შეჰპირდა, რომ კლუბი ბრაზილიელ ნახევარმცველებს, ფილიპე კოუტინიოსა და პაულინიოს გაიფორმებს.

El Mundo Deportivo-ს ცნობით, სწორედ ასე მოახერხეს “ბლაუგრანას” ხელმძღვანელებმა 25 წლის შემტევის დარჩენაში დარწმუნება, რომელსაც პრესის მიხედვით ნათქვამი ჰქონდა, რომ პსჟ-სთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პიკემ სოციალურ ქსელებში მისი და ნეიმარის ფოტო განათავსა და “ის რჩება” დააწერა, თუმცა მედიის ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის მიღებული.

“ბარსელონას” უკვე დიდი ხანია უკავშირებენ კოუტინიოს და გავრცელებული ინფორმაციით, “ლივერპულს” კლუბმა 80 მილიონი ევრო შესთავაზა. პაულინიოს ღირებულება კი 40 მილიონი ევროა.

აღსანიშნავია, რომ ნეიმარის “პარი სენ-ჟერმენში” ტრანსფერის ალბათობას სწორედ პარიზულ კლუბში ბრაზილიელი ფეხბურთელების სიმრავლე ზრდიდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში