გუშინ ჟერარ პიკეს მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოსა და მისი წარწერის გამო (ის რჩება!), ნეიმარის მომავალი თითქმის გარკვეულია. ცენტრალურ მცველსა და თავდამსხმელს შორის მეგობრობა და ის ფაქტი, რომ ფოტო ნეიმარის, მისი მამისა და რაულ სანლეჰის საუბრის შემდეგ დაიდო, მიგვანიშნებს, რომ სატრანსფერო საგა დასრულდა, თუმცა კლუბს მაინც სურს, რომ ნეიმარმა ყოველგვარ ჭორებს წერტილი დაუსვას.
Mundo Deportivo-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” სურს, რომ ნეიმარმა, კლუბში დარჩენის შესახებ, განცხადება დღეს გაავრცელოს.
ასევე შეგახსენებთ, რომ შაბათს, მადრიდის “რეალთან” სათამაშოდ კატალონიელები ხუთშაბათს მაიამიში ჩაფრინდებიან, სადაც დაგეგმილია საღამოს ღონისძიებები ნაიკის წარმომადგენლებთან ერთად და ეს ნეიმარისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება.
“ბარსელონას” ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ პრესკონფერენციის საშუალებით თუ არა, ბრაზილიელმა სოციალური ქსელის მეშვეობით მაინც უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია და მის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი თავადვე დაასრულოს.
