კატალონიის “ბარსელონას” 23 წლის პორტუგალიელმა ახალწვეულმა, ნელსონ სემედუმ ახალ კლუბში ჩატარებული დებიუტის შემდეგ პრესასთან კომენტარი გააკეთა.
“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ “ბარსელონას” შემადგენლობაში ჩემი დებიუტი შედგა, ჩემი ოცნება რეალობად იქცა.” – აცხადებს პორტუგალიელი.
შეგახსენებთ, რომ სემედუ “ბარსელონამ” “ბენფიკადა” გადმოიბირა, კატალონიელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ პორტუგალიელებს 30 მილიონი ევრო დაუთმეს.
