მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მასკერანო: “ნეიმარი “ბარსელონას” მომავალია”

მასკერანო: “ნეიმარი “ბარსელონას” მომავალია”

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დროს პრესაში აქტიურად იწერება ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე “პარი სენ-ჟერმენში”. მიუხედავად ამისა, “ბარსელონას” წარმომადგენლები ტრანსფერს გამორიცხავენ. ESPN-სთან ინტერვიუში ამაზე კომენტარი ხავიერ მასკერანომაც გააკეთა, რომელიც ბრაზილიელის დარჩენაში დარწმუნებულია.

“ნეიმარი ახალგაზრდაა და ვიმედოვნებ “ბარსაში” ის კიდევ ბევრ წელს გაატარებს. ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა და არა მარტო მისი ასაკის გამო, არამედ იმიტომ, რომ იგი კლუბის მომავალია და დარწმუნებულები ვართ, რომ მასზე დაყრდნობა შეგვიძლია. მე ვხედავ, რომ ის “ბარსელონაში” ბედნიერია.”

მასკერანომ ისიც განაცხადა, რომ “კამპ ნოუ” ნეიმარისთვის იდეალური ადგილია. “ბარსელონა არის კლუბი, რომელიც მას უმაღლეს დონეზე თამაშის საშუალებას აძლევს, მაგრამ ყველა ფეხბურთელმა გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს.”

რაც შეეხება ბოლო დროს ნეიმარის ირგვლივ მუდმივ მითქმა-მოთქმას, არგენტინელის აზრით, რომელიც კატალონიურ გრანდში უკვე მერვე სეზონს ატარებს, “ნეიმარი ზეწოლასა და ჭორებს მიჩვეულია. მის ირგვლივ სპეკულაციები ყოველთვის იქნება.” თუმცა “ბარსელონას” 14-მა ნომერმა დაამატა, რომ “ყველა 31 აგვისტოს ველით, რათა ვნახოთ რა მოხდება. ფეხბურთი დიდ ბიზნესად გადაიქცა და ესეც ბიზნესის ნაწილია.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში