მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბუსკეტსი: “ვიმედოვნებ, ნეიმარი “ბარსელონაში” კიდევ მრავალ წელს გაატარებს”

ბუსკეტსი: “ვიმედოვნებ, ნეიმარი “ბარსელონაში” კიდევ მრავალ წელს გაატარებს”

კატალონიის “ბარსელონას” ესპანელმა საყრდენმა ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა თავისი ბრაზილიელი თანაგუნდელის, ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

“ნეიმარი კლუბს დატოვებს? ამის შესახებ არაფერი ვიცი, ეს შეკითხვა მისთვის უნდა დაგესვათ. არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, ჩემთვის არაფერი უთქვამთ.

ნეიმართან დაკავშირებით სათქმელი არაფერი მაქვს. მან ძალიან კარგად იცის თუ სად არის და ამაზე უკეთეს ადგილს ვერსად იპოვის. ვიმედოვნებ, ის “ბარსელონაში” მრავალ წელს გაატარებს.” – განაცხადა ბუსკეტსმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში