მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბართომეუ: “ნეიმარი არ იყიდება”

ბართომეუ: “ნეიმარი არ იყიდება”

“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ AP-თან (Associated Press) ინტერვიუში ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი არ იყიდება.

“მას ჩვენთან კონტრაქტი კიდევ 4 წლით აკავშირებს და რა თქმა უნდა ჩვენი მოთამაშე გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა და შემტევი ტრიოს წევრია.”

კლუბის ხელმძღვანელს ნეიმარის გამოსასყიდ თანხაზეც ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა, რომ ვინც ამ თანხას გადაიხდის, იგი რეგულაციებს დაარღვევს.

“თუ ფინანსური Fair Play-ს წესების დაცვა გსურს, მისი გამოსასყიდი თანხის გადახდა შეუძლებელია. თუ რეგულაციების დაცვა არ გსურთ, შეგიძლიათ ეს უფლება გამოიყენოთ.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში